ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა ხარკოვში განაცხადა, რომ დაეხმარება უკრაინას დრონებითა და დამატებითი F16-ებით

ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა მოულოდნელი ვიზიტის დროს კიევსა და ხარკოვში, ს შესთავაზა 400 მილიონი ევრო (439 მილიონი დოლარი) დახმარების სახით დრონების პროგრამისთვის. ის უკრაინას დაჰპირდა, რომ დამატებით მიაწოდებს ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს მომავალი თვეებში.
ბრეკელსმანის თქმით, გეგმა „ეხება ყველა ტიპის თანამედროვე დრონებს, რომლებიც გამოიყენება დაზვერვის, თავდაცვისა და თავდასხმისთვის ჰაერში, ასევე ხმელეთზე და წყალზე.“
X-ის საშუალებით ბრეკელმანსი წერს, რომ „შემიძლია პირველად გამოვაცხადო ოფიციალურად, რომ უკრაინას მივაწოდეთ პირველი F16-ები ნიდერლანდიდან.“ „დანარჩენი 24 თვითმფრინავი მომავალ თვეებში ჩავა უკრაინაში,“ ამბობს ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრი.
ნიდერლანდი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია რუსეთთან ომში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ