ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) საბჭომ ორშაბათს გამოაცხადა გადაწყვეტილება საერთაშორისო შეჯიბრებიდან რუსეთისა და ბელორუსის ნაკრებების კიდევ ერთი წლით გამორიცხვის შესახებ.
„საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთისა და ბელორუსიის ნაკრებების დაბრუნება IIHF-ის შეჯიბრებებში ჯერაც არ არის უსაფრთხო, ამიტომ ეს გუნდები 2024/25 წლების სეზონში მონაწილეობას არ მიიღებენ“, – ნათქვამია IIHF-ის პრესრელიზში.
ყინული ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთ და ბელარუს სპორტსმენებს, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 2022 წლის გაზაფხულზე შეუჩერა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ.
რუსეთს ჩამოართვეს 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამართვის უფლებას. ის ნოვოროსიისკსა და ომსკში უნდა ჩატარებულიყო.
რუსეთისა და ბელორუსის ნაკრებებმა უკვე გამოტოვეს 2022 და 2023 წლების მსოფლიო ჩემპიონატები და ახლა გამოტოვებენ 2024 წლის ჩემპიონატს. გარდა ამისა, ბელარუსი ვერ მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ რაუნდში, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმართება.
უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ სპორტული ფედერაციების უმრავლესობამ რუსეთის სპორტსმენები ჩამოაშორა საერთაშორისო ტურნირებს. კერძოდ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებ გუნდს აეკრძალა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა, რუსეთის საფეხბურთო კლუბები კი გაირიცხნენ ევროპის მთავარი ტურნირებიდან – ჩემპიონთა ლიგიდან და ევროპის ლიგიდან.
ამავდროულად, უკრაინის ნაკრები ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, უკრაინამ ჯგუფის ყველა და მეტოქე – პოლონეთი, კორეა და ესტონეთი დაამარცხა.