ჰოვსეპ ხურშუდიანი – ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება

2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში -ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევსა და სომხეთის პრემიერ ფაშინიანთან გამართული შეხვედრების შედეგებზე და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება მომხდარი სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, “ინტერპრესნიუსი“ სომეხ ანალიტიკოსს, მოძრაობა „თავისუფალი მოქალაქის“ თავმჯდომარეს, ჰოვსეპ ხურშუდიანს ესაუბრა.
– ბატონო ჰოვსეპ, 8 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-სა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრასა და მის შედეგებზე უკვე საკმარისად ითქვა და დაიწერა, როგორც კარგი ისე ცუდი.
ყველაზე კრიტიკულად ამ შეხვედრის შედეგებს მოსკოვში რომ აფასებენ ვხედავთ. სოციალურ ქსელში ამ თემაზე თქვენს გამოხმაურებას წავაწყდი და იმიტომაც დაგიკავშირდით.
გვინდა ამ თემაზე თქვენი მოსაზრებები გავაცნოთ ჩვენს მკითხველებს. სტატუსში თქვენ ძირითადად ვაშინგტონში მიღებული შეთანხმებების პოზიტიურ ასპექტებზე ამახვილებთ ყურადღებას, შესაბამისად, მოდით საუბარი დავიწყოთ თქვენი აზრით მომხდარის სომხეთისთვის პოზიტიურ და მომგებიან პოზიციებზე. . .
– პოზიტიურია ის, რომ ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით: 1. სომხეთი ინარჩუნებს თავის სუვერენიტეტს „ტრამპის გზაზე“, მეტიც, დაიწყებს დივიდენდების მიღებას ამ გზის ამოქმედების შემდეგ ფინანსური ინვესტიციების განხორციელების გარეშე. სომხეთი გახდება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტვირთების გადაზიდვებისთვის მშვიდობიანი გზაჯვარედინი.
სომხეთი გამოვა ნაწილობრივი იზოლაციიდან და ჩართული იქნება რეგიონულ ინფრასტრუქტურულ მეგაპროექტებში. მონაწილეობას მიიღებს გაზისა და ნავთობსადენების პროექტებში, ასევე ამავე ენერგიის საცავების შექმნაში, ელექტროენერგიის ხაზებისა და ინტერნეტ-კაბელების განვითარებაში.
· აშშ რეგიონში შემოდის თავისი გეოეკონომიკური ინტერესებით. ეს ინტერესები დიდწილად შეესაბამება სომხეთის ინტერესებს, სომხეთში ნავთობისა და გაზის ლოჯისტიკური ბიზნესის გაფართოება ქვეყანას მოუტანს მეტ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის სომხეთის უსაფრთხოებას და გამორიცხავს აზერბაიჯანის მიერ ამ დერეფნის ძალის გამოყენებით დაკავებას.
სომხეთი ინარჩუნებს თავის სუვერენიტეტს „ტრამპის გზაზე“, მეტიც, დაიწყებს დივიდენდების მიღებას ამ გზის ამოქმედების შემდეგ ფინანსური ინვესტიციების განხორციელების გარეშე. სომხეთი გახდება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტვირთების გადაზიდვებისთვის მშვიდობიანი გზაჯვარედინი
· რეგიონში საგრძნობლად შემცირდება ს ყოფნა. თურქულმა მხარემ გამოთქვა დაპირება, რომ თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა წინმსწრებად მოხდება, ამის შემდეგ სომხეთსა და თურქეთს შორის დამყარდება დიპლომატიური ურთიერთობები, თურქეთსა და სომხეთს შორის გაიხსნება საზღვარი. შედეგად შემცირდება სომხეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა. რაც სომხეთიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანისათვის წინაპირობას შექმნის.
საუბარია იმ რუსული სამხედრო ბაზის გაყვანაზე, რომელმაც არ შეასრულა სომხეთის მიმართ აღებული ნაკისრი ვალდებულებები როცა აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შემოიჭრა 2021-2022 წლებში. რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა სომხეთს მისცემს შესაძლებლობას აქტიურად დაიწყოს თანამშრომლობა ნატოსთან, როგორც ნატოს არაწევრმა ქვეყანამ და შეერთებულ შტატებთან და მიიღოს რეგიონში აშშ-ს მთავარი მოკავშირისა და ნატოს წევრის სტატუსი. ამ სტატუსების მიღება სომხეთს მისცემს შესაძლებლობას უზრუნველყოს ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოება და მშვიდობა მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.
· სომხეთი აზერბაიჯანს ნახჭევანზე გზას მხოლოდ კომერციული ტვირთებისთვის უხსნის. ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო ტვირთებისა და ტექნიკის გადაზიდვისთვის აზერბაიჯანს სომხეთისგან სპეციალური ნებართვა ექნება მისაღები, რაც სომხეთის გეოპოლიტიკურ წონას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის გარდა, ყველა სხვა ქვეყნის ტვირთი „ტრამპის გზას“ გაივლის სომხეთის კანონების ზოგადი პროცედურებით.
· სომხეთი ხდება ნავთობისა და გაზის ახალი მეგაპროექტების ნაწილი, რაც გავლენას მოახდენს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და TANAP-ის გაზსადენებზე და ისეთივე მნიშვნელოვანი კვანძი გახდება, როგორც ნავთობისა და გაზის გამტარი ქვეყანა. ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთს ექნება შესაძლებლობა საბოლოოდ გათავისუფლდეს რუსეთის ნავთობისა და გაზზე დამოკიდებულებისგან, იყიდოს ყაზახური ნავთობი და თურქული გაზი, რომელიც მის ტერიტორიაზე გაივლის.
სომხეთი აზერბაიჯანს ნახჭევანზე გზას მხოლოდ კომერციული ტვირთებისთვის უხსნის. ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო ტვირთებისა და ტექნიკის გადაზიდვისთვის აზერბაიჯანს სომხეთისგან სპეციალური ნებართვა ექნება მისაღები, რაც სომხეთის გეოპოლიტიკურ წონას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის გარდა, ყველა სხვა ქვეყნის ტვირთი „ტრამპის გზას“ გაივლის სომხეთის კანონების ზოგადი პროცედურებით
სომხეთის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის ტრანზიტი რეალობად იქცევა, ეს საშუალებას მისცემს სომხეთს მეღრიში ააშენოს ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელიც სომხეთს არა მხოლოდ ბენზინითა და სხვა ნავთობპროდუქტებით თვითკმარს გახდის, არამედ შეიძლება გახდეს ეკონომიკური განვითარებისთვის ახალი კლასტერი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნავთობისა და გაზის ამ პროექტებში ამერიკული Exxon Mobil-ის სრულფასოვანი პარტნიორი იქნება აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია Sokar-ი, რაც სომხეთს მისცემს შესაძლებლობას ამ პროექტის სრულუფლებიანი მონაწილე იყოს და გათვალისწინებული იქნას მისი ინტერესები.
სომხეთის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის ტრანზიტი რეალობად იქცევა, ეს საშუალებას მისცემს სომხეთს მეღრიში ააშენოს ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელიც სომხეთს არა მხოლოდ ბენზინითა და სხვა ნავთობპროდუქტებით თვითკმარს გახდის, არამედ შეიძლება გახდეს ეკონომიკური განვითარებისთვის ახალი კლასტერი
ყველა შემთხვევაში აუცილებელი იქნება ყაზახეთსა და თურქმენეთთან ურთიერთობების გააქტიურება. სხვათა შორის, ამ პროექტში მონაწილე ამერიკული კომპანია Exxon Mobil-ში საკვანძო ტოპ-მენეჯერის პოზიციაზეა სომხური წარმოშობის ბიზნესმენი სტივენ კანდარიანი.
– ახლა როცა შეთანხმებებზე ხელი მოწერილია, აქტუალურია თუ როდის დაიწყება ამ შეთანხმებების რეალიზება. ვიცით, რომ შეთანხმებების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზება სომხეთში 10 თვის შემდეგ დაგეგმილი საპარლამენტო ს შემდეგ უნდა დაიწყოს. რადგან ასეა, საუბარი გავაგრძელოთ იმაზე მსჯელობით, როგორ შეხვდა სომხეთის საზოგადოება ვაშინგტონში ხელმოწერილ შეთანხმებებს? და რადგან ყველაფერი ეს სომხეთში 10 თვის შემდეგ დაგეგმილი არჩევნების წინ მოხდა, თქვენი დაკვირვებით, სომხეთის მოსახლეობა მხარს დაუჭერს მომავალ არჩევნებზე იმ კურსს, რომელსაც დღეს პრემიერი ნოკოლ ფაშინიანი ატარებს?
– ჩემი აზრით, სომხეთის საზოგადოება მხარს დაუჭერს იმ შეთახმებებს, რაზეც ხელი ვაშინგტონში მოეწერა. ასეა, რადგან სომხური მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა პოზიტიურად შეაფასა ის რაც ვაშინგტონში მოხდა.
კითხვები გაჩნდა იმაზე, თუ რატომ არ მოეწერა ხელი ვაშინგტონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. იმ პირობებზე, რაზეც აზერბაიჯანული მხარე საუბრობდა და რაც სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას ეხება, არც ერთ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტში საუბარი არა არის. ამ პოზიციაზე საუბარი არაა არც დეკლარაციაში და არც შეთანხმებაში.
რუსეთი მუდმივად ცდილობდა და ახლაც ცდილობს სიუნიკზე გამავალი კორიდორი, რომელსაც ახლა „ტრამპის გზა“ ჰქვია, რუსეთის კონტროლის ქვეშ იყოს და იქ თავისი ეფ-ეს-ბეს თანამშრომლები ჩააყენოს. რუსეთის ამოცანაა სომხეთში ფაშინიანის პროდასავლური ხელისუფლების პრორუსული ხელისუფლებით შეცვლა
პრეზიდენტმა ალიევმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ თემაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა – მხარეები მშვიდობის დამყარების გზაზე დგანან და ამ მიმართულებით მოძრაობენ. ამის შემდეგ კი დაამატა რომ ის იმედოვნებს, რომ სომხეთში რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, რომელიც 2027 წელს უნდა გაიმართოს, ეს პუნქტი სომხეთის კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება. ვხედავთ, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტ ალიევის რიტორიკა შერბილებულია.
მოახლოებულ არჩევნებზე გაირკვევა, ვაშინგტონში დაწყებული პროცესი რამდენად გრძელვადიანი და მყარი იქნება. თუ შემდეგ არჩევნებზე სომხეთის ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოვიდნენ, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს, მაშინ ეს პროცესი ვერანაირად ვერ გაგრძელდება.
რუსეთი მუდმივად ცდილობდა და ახლაც ცდილობს სიუნიკზე გამავალი კორიდორი, რომელსაც ახლა „ტრამპის გზა“ ჰქვია, რუსეთის კონტროლის ქვეშ იყოს და იქ თავისი ეფ-ეს-ბეს თანამშრომლები ჩააყენოს. რუსეთის ამოცანაა სომხეთში ფაშინიანის პროდასავლური ხელისუფლების პრორუსული ხელისუფლებით შეცვლა.
მას შემდეგ რაც ირანმა ამ თემაზე განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამი იყო რომ თეირანს დან მიეწოდა სრული ინფორმაცია და ის, რაც უნდა მოხდეს „ტრამპის გზაზე“ ირანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ არც სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ექმნება პრობლემა, მათ ეს არგუმენტი გამოეცალათ
– ვაშინგტონში მომხდარზე რა რეაქცია ჰქონდათ სომხეთში არსებულ პრორუსულ ძალებს?
– პირველი, რასაც სომეხი პრორუსები ამბობდნენ იყო ის, რომ ხედავთ – ირანი უკმაყოფილოა და არ დაუშვებს „ტრამპის გზის“ ამოქმედებას. მეტიც, ირანი თავს დაეხმება სომხეთს და ასე შემდეგ.
მას შემდეგ რაც ირანმა ამ თემაზე განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამი იყო რომ თეირანს ერევნიდან მიეწოდა სრული ინფორმაცია და ის, რაც უნდა მოხდეს „ტრამპის გზაზე“ ირანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ არც სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ექმნება პრობლემა, მათ ეს არგუმენტი გამოეცალათ.
სომხეთის საზოგადოება მხარს დაუჭერს იმ შეთახმებებს, რაზეც ხელი ვაშინგტონში მოეწერა. ასეა, რადგან სომხური მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა პოზიტიურად შეაფასა ის რაც ვაშინგტონში მოხდა
– თუ სწორად მახსოვს, სომეხ პრორუსებს მეორე არგუმენტი ჰქონდათ, რომ ეს იქნება არა გზა, არამედ კორიდორიო, ასეა?
– დიახ, მაგრამ, მათ არ აქვთ არგუნენტი ამგვარი მტიცებისთვის. ისინი ამგვარი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობდნენ საზოგადოებაში უკმაყოფილების გამოწვევას, მაგრამ, მათ ეს არ გამოუვიდათ.
ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარი იქნება ის, რომ ხელი შეუშალოს სუნიკზე გამავალ კორიდორზე კომუნიკაციების გახსნას და შეეცდებიან ას ხელისუფლების დამხობას.
რუსეთის მხრიდან მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარი იქნება ის, რომ ხელი შეუშალოს სუნიკზე გამავალ კორიდორზე კომუნიკაციების გახსნას და შეეცდებიან ნიკოლ ფაშინიანიას ხელისუფლების დამხობას
– თქვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ამ თემაზე თქვა, რომ იგი არ გამორიცხავს იმასაც, რომ რუსეთმა აზერბაიჯანსა და სომხეთში ვითარების დესტაბილიზაციისთვის არც პოლიტიკური მკველობებზე თქვას უარი…
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთი შეძლებს აზერბაიჯანსა და სომხეთში ვითარების დესტაბილიზებას?
– რუსეთი სომხეთში გადატრიალებას ამზადებდა, ამ გადატრიალების ორგანიზატორები დაკავებული არიან. შემდეგ საქმეში ჩაერთო რუსეთის მოქალაქე ოლიგარქი კარაპეტიანი. რუსეთი არ მალავს, რომ კარაპეტიანი სომხეთისთვის ივანიშვილი -2 ის მსგავი პროექტი იქნება. ივანიშვილისგან განსხვავებით კარაპეტიანი სუსტი პოლიტიკური ფიგურაა და პოლიტიკისგან ძალიან შორს მდგომი პიროვნებაა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ სომხეთის სამართალდამცავი ორგანოები სრულად და ეფექტურად აკონტროლებენ ქვეყანაში კრიმინოგენულ სიტუაციას.
საქმე ისაა, რომ დღევანდელი სომხეთის მოსახლეობის უმეტესობა სომხეთში რუსული გავლენის წინააღმდეგია. ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არა აქვს ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი სომხეთში ვითარების დესტაბილიზაციისა და პოლიტიკოსების მკვლელობების გზას დაადგა, სომხური საზოგადოება ქვეყანაში პროპუსული ძალების გამარჯვებას არ დაუშვებს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი სომხეთში ვითარების დესტაბილიზაციისა და პოლიტიკოსების მკვლელობების გზას დაადგა, სომხური საზოგადოება ქვეყანაში პროპუსული ძალების გამარჯვებას არ დაუშვებს
– თუ არჩევნებამდე დარჩენილ 10 თვეში თურქეთ-სომხეთისა და აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთგაგება და თანამშრომლობა გაღრმავდა, ერევანსა და ანკარას შორის, ერევანსა და ბაქოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისკენ გადაიდგა ნაბიჯები, ეს თუ შეუწყობს ხელს ვითარების კიდევ უფრო წარმართვას ხელისუფლების სასარგებლოდ?
– სომხეთში იმედოვნებენ რომ ორივე მიმართულებით, – იგულისხმება თურქეთი და აზერბაიჯანი,- ურთიერთობები გაღრმავდება. თურქეთმა განაცხადა, რომ თუ აზერბაიჯანი და სომხეთი წინმსწრებად მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას, ანაკარა სომხეთთან გახსნის საზღვარს და სომხეთთან დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს.
თუ ეს მოხდა, სომხეთი ევროპას რკინიგზით დაუკავშირდება, რეგიონში დაძაბულობა შემცირდება. ეს გამოიწვევს რუსეთის გავლენის შემცირებას, რადგან რუსეთი სომხეთს სულ თურქეთით აშინებდა. თუ სომხეთს თურქული საფრთხე არ ექნა, სომხური საზოგადოების განწყობებით მანიპულირება რუსეთს გაუჭირდება.
მას შემდეგ, რაც ფაშინიანის ვიზიტი შედგა ანკარაში და მას შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, ხალხმა დაინახა რომ თურქეთთან შესაძლებელია ურთიერთობების მოწესრიგება.
ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის ომის დროს თურქეთი ღიად უჭერდა მხარს აზერბაიჯანს. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ სომხეთს თურქეთთან ურთიერთობის უმძიმესი გამოცდილება აქვს, რაშიც 1915 წლის გენოციდი იგულისხმება, თურქეთის მიმართ სომხური საზოგადოების შიშები სრულიად გასაგებია.
მას შემდეგ, რაც ფაშინიანის ვიზიტი შედგა ანკარაში და მას შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, ხალხმა დაინახა რომ თურქეთთან შესაძლებელია ურთიერთობების მოწესრიგება
ახლა როცა სომხეთი ურთიერთობებს ანვითარებს ევროკავშირთან, აშშ-თან, თურქეთთან, ახლა რუსებს ნაკლები შესაძლებლობა აქვს სომხური საზოგადოება აშინოს თურქეთით. სომხეთს რუსეთი თურქეთით ვერ აშინებს და თუ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენა მოჰყვება, სომხური საზოგადოების ნაწილის შიში თურქეთის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდება. რაც უფრო მცირდება სომხეთში თურქეთის მიმართ შიშები, მით მეტად მცირდება სომხეთში რუსეთის გავლენა.
– გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომლის ფარგლებში მან პუტინს მიაწოდა ინფორმაცია ვაშინგტონში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე.
ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტის საიტზე გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია რომ პუტინმა „რუსეთის მხრიდან მზადყოფნა გამოთქვა 2020-2022 წლებში სამხრივ ფორმატში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას“.
თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშინგტონში მომხდარზე პრეზიდენტ პუტინის გამოხმაურებას?
– ამ თემაზე პუტინის გამოხმაურება ჰგავს გასულ მატარებელზე დაწევის მცდელობას ის, რაც ამ თემაზე სომხეთის პრემიერ ფაშინიანის საიტის პრეს-რელიზშია გამოქვეყნებული, ვაშინგტონში მიღწეულ შეთანხმებებში რუსეთის სავარაუდო მონაწილეობაზეც კი, არაფერია ნათქვამი.
ეს კი თავისთავად, ძალიან ბევრს ნიშნავს. ანუ, სომხეთმა“ რუსეთის მზაობა“ არც აქტუალურად და არც მნიშვნელოვნად არ ჩათვალა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი – ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე თვალს ხუჭავს – ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს