74 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი და პიანისტი, ჯგუფ Raspberries წევრი ერიკ კარმენი გარდაიცვალა. ინფორმაციას მუსიკოსის ცოლი ავრცელებს, სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
კარმენმა მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში ბენდ Raspberries-ისთან ერთად დაიწყო. ის ჯგუფის ვოკალისტი და სიმღერების ავტორი იყო. ფაუერ პოპის ჟანრში მოღვაწე ბენდი 1975 წელს დაიშალა.
Raspberries-ის დაშლის შემდეგ კარმენმა სოლო კარიერა გააგრძელა. მისი პირველი და ყველაზე ცნობილი ჰიტი გახდა ლირიკული სიმღერა All By Myself, რომელიც სერგეი რახმანინოვის Piano Concerto No. 2-ზეა დაფუძნებული. სიმღერამ აშშ-ს ჩარტებში მე-2, ხოლო ბრიტანულ ჩარტებში მე-12 ადგილი დაიკავა. სიმღერა ხელმეორედ 1996 წელს გახდა პოპულარული, როდესაც კომპოზიცია კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა შეასრულა.
კარიერის განმავლობაში კარმენმა 6 სტუდიური ალბომი გამოსცა.