ჰიპერი: EU ხალხს პროტესტისკენ არ უბიძგებს, მხარს ვუჭერთ მათ, ვინც მშვიდობიან აქციებს მართავს

ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი “ოცნების” ხელისუფლების დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 28 ნოემბრის აქაციას პროტესტის მოქალაქეებს ბრიუსელი უგეგმავს და განცხადებების ტექსტებიც იქ იწერება.

ჰიპერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის წინააღმდეგ პროპაგანდა ახალი არ არის, რაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშიც აისახა.

მისი განმარტებით, ევროკავშირი ეწინააღმდეგება ძალადობის ნებისმიერ ფორმას.

ჰიპერმა დაამატა, რომ გაერთიანება მხარს უჭერს ქართველების მიერ მშვიდობიანი, პროევროპული აქციებს და ამავდროულად, გმობს “ოცნების” მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად გადადგმულ ნაბიჯებს.
“ბოლო პერიოდში ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რასაც შედეგად მოჰყვა ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა. ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვეწინააღმდეგებით ძალადობის ნებისმიერ ფორმას, ამიტომ ვგმობთ ძალადობას. საპროტესტო აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი.

ამავდროულად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, რომელიც მიისწრაფვის დემოკრატიის გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპისაკენ.

არანაირად არ ვეთანხმებით ხელისუფლების შეფასებას, რომ ევროკავშირი უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ. ევროკავშირი არ უჭერს მხარს უჭერს ძალადობას, არამედ გმობსმას. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას – ყველა იმ ჟურნალისტსა და მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიან აქციებს მართავენ და ვგმობთ სამთავრობო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ოპოზიციის ჩასახშობად, რასაც ზუსტად ახლა აკეთებენ”, – განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა ფორმულას ჟურნალისტის კითხვაზე.