სამწუხაროდ, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, არის ძალიან სამწუხარო უწყვეტი კურსის ნაწილი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” აირჩია ძალიან რეპრესიული რეჟიმის მიმართულებით – დემონსტრანტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ ყველა თავისუფალი ხმის წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიას ითხოვს.
აქამდე, რაც გავაკეთეთ, იყო მიმართული იმისგენ, რომ გვქონოდა მუდმივი რეაგირება, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე. პოლიტიკური კონტაქტების დონე დავწიეთ, მაგრამ ასევე შევაჩერეთ საქართველოს ხელისუფლებისადმი პირდაპირი დახმარება, რომელიც 120 მილიონ ევროზე მეტს უდრიდა. ასევე, შევაჩერეთ “ევროპული სამშვიდობო მექანიზმის” ფარგლებში გათვალისწინებული 30 მილიონი ევროს დახმარება და ამასთან, 2025 წელს მეტი დახმარება არ დაიგეგმა. ეს მხოლოდ მაგალითების ნაწილია.
რა თქმა უნდა, შიდა საქმეების მხრივ, ევროპულმა საბჭომ შეუჩერა უვიზო მიმოსვლა ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, ვისაც დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები გააჩნიათ. ქართული ოცნების” მხრიდან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებზე დასაკისრებელ სანქციებზე საუბარი გაგრძელდება.




