ჰითროუს აეროპორტი, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მთელი დღის განმავლობაში დაიკეტება

ლონდონის ჰითროუს აეროპორტი დღეს მთელი დღის განმავლობაში არ იმუშავებს ახლომდებარე ელექტრო ქვესადგურში მომხდარი ხანძრის გამო, რომელიც მას ელექტროენერგიას აწვდის, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხანძრის გამო აეროპორტში ელექტროენერგია გაითიშა.
„ჩვენი მგზავრებისა და კოლეგების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ჰითროუ დაკეტილი იქნება 21 მარტის 23:59 საათამდე. მგზავრებს ვურჩევთ, არ გაემგზავრონ აეროპორტში და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ლონდონის დასავლეთში, ჰეისში მდებარე ქვესადგურზე გაჩენილმა ხანძარმა ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და მიმდებარე ტერიტორიებიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. ლონდონის სახანძრო ბრიგადის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ათი სახანძრო მანქანა და 70-მდე მეხანძრე გაიგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას