2025 წლის 9 თვეში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია წლიურად 8.6%-ით შემცირდა და 6.6 ტვტ.სთ
შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი.
ჰიდრო გენერაცია – წლიურად 8.5%-ით 8.7 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. კლება რეგულირებული სადგურების გენერაციის შემცირებამ გამოიწვია. ეს კი გამოწვეული იყო – დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით, ჰიდროლოგიური პირობებით და იანვარში, ენგურის რეზერვუარში არსებული დაბალი წყლის დონით.
თბოგენერაცია – მნიშვნელოვნად, წლიურად 9.7%-ით შემცირდა, რაც გამოწვეული ექსპორტის შემცირებით და იმპორტის ზრდით გახლდათ.
ქარისა და მზის სადგურების გენერაცია – 65 გვტ.-ს მიაღწია, რამაც 2025 წლის 9 თვეში გენერაციის 0.6%-ი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში ტესტირების რეჟიმში 3 მზის ელექტროსადგური, 10 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით ამუშავდა. ესენია: “ელ-ჰაბის” კასპის მზის სადგური და “ალაზნის მზის” სადგურები ხორსასა და გურჯაანში. აღნიშნული ობიექტები საქართველოს პირველ ინდუსტრიული მასშტაბის მზის ელექტროსადგურებს წარმოადგენს.

 
				 
								
 
								

