ჰერჩნსკის განცხადება, ეს იყო არადიპლომატიური, დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა – მაია ნიკოლეიშვილი

ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები „დღის ქრონიკაში“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები იყო თავხედური.
„ეს იყო არადიპლომატიური განცხადებები, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა. ალბათ, სხვა მდგომარეობა რომ იყოს და საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იყოს, ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს მდგომარეობას, როდესაც მთელი დასავლეთის გარკვეული ნაწილი საქართველოს წინააღმდეგაა. წარმოუდგენელი ზეწოლაა, მსგავსი ალბათ არ ყოფილა არც გარედან და შიგნით მყოფებს კი პირდაპირ იმედი აქვთ, რომ უცხოელებმა ჩაატარონ ახალი . ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა: სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს.
საქართველოში საპარლამენტო 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“