ჰერჩინსკი: 23 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მოვლენებს განიხილავენ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებით, 23 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, სავარაუდოა, რომ მინისტრები 3 ძირითად საკითხს განიხილავენ და ესენია: დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, სანქციების შემოღების შესაძლებლობა და უვიზო მიმოსვლის საკითხი.
„ორშაბათს, 23 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ეს მათი ყოველთვიური საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაა. ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ზუსტად არ ვიცი, რა იქნება განხილული, მაგრამ უფრო დაბალ დონეზე, ელჩების დონეზე გამართული მოსამზადებელი მოლაპარაკებების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ წევრი სახელმწიფოები სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებენ.
პირველი საკითხია ევროკავშირის წინააღმდეგ უზარმაზარი დეზინფორმაცია, ევროკავშირის დემონიზაცია, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხორციელდება. მეორე საკითხი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების შემოღების შესაძლებლობაა, ხოლო მესამე საკითხი ადამიანის უფლებების მდგომარეობის სერიოზული გაუარესების ფონზე უვიზო მიმოსვლის საკითხია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ. ორშაბათს უნდა დაველოდოთ და შეგიძლიათ ეს კითხვები ორშაბათს ლუქსემბურგში უმაღლეს წარმომადგენელს/ვიცე-პრეზიდენტს დაუსვათ“, – აღნიშნა ელჩმა მედიასთან.