საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ პროცესები, რომელიც ბოლო 60 დღის განმავლობაში საქართველოში ხდება აბსოლუტურად მიუღებელია.
ამასთან, ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და სამართლიანობა აღდგება.
“რაც ხდება ბოლო 60 დღის განმავლობაში საქართველოში აბლოსუტურად მიუღებელია. ხელისუფლების მხრიდან ნულია სურვილი, მოუსმინოს ხალხს, რომელიც გაბრაზებულია. არის საჭიროება რომ მოიძებნოს გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან.
ხელისუფლებას აქვს პასუხისმეგბლობა, რომ აქტიურად ეძებოს გამოსავალი. ძალადობა, მიმდინარე დანაშაულები, ძალის არაპროპორციული გამოყენება, მართმლსაჯულების სისტემაში ნდობის ჩამოშლა და ქალბატონი მზიას შემთხვევა – სრულიად აღმაშფოთებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე და დასრულდება. ვიმედოვნებ, რომ პასუხისმგებელი პირების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და სამართლიანობა აღდგება”, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.