ჰერჩინსკი: ჩვენი მხარდაჭერა აშკარაა, არც პოზიცია შეგვიცვლია, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და გაერთიანებაში ელიან, როდის დაიკავებს საქართველო “კუთვნილ სკამს მაგიდის გარშემო.”
რუსული კანონი კი მან არასაჭირო დაბრკოლებად მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს “დაეწიოს” სხვა ქვეყნებს და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.
“რამდენად დიდია ჩვენი მხარდაჭერა? ჩვენი მხარდაჭერა აშკარაა და არც პოზიცია შეგვიცვლია. ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ. ყველა წევრს თავისი სკამი ეკუთვნის, თქვენთვისაცაა გამოყოფილი სკამი, რომელიც ამ დროისთვის ცარიელია და არ ვიცი, როდემდე დარჩება ეს სკამი ასე.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს წარმომადგენელმა დაიკავოს ეს სკამი, იმავე უფლებებითა და ვალდებულებებით, რაც სხვა წევრებს გააჩნიათ. ყველაზე შემაწუხებელი არის ის, რომ სხვა ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ და კანდიდატები არიან, წინ მიიწევენ და არ უნდათ დროის დაკარგვა. დიდი გამოწვევა ისაა, რომ საქართველომ არ გამოტოვოს ეს შესაძლებლობა. ყველას სურს იხილოს გაფართოების მორიგი დიდი ტალღა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ვალდებულები ვართ, გავიხსნათ, მივიღოთ ახალი წევრები. პირველია , ასევეა მოლდოვა, რომელმაც წარმოუდგენელ წინსვლას მიაღწია.
მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ამ კანონის სახით სრულიად არასაჭირო დაბრკოლების ფონზე, საქართველო სხვა ქვეყნებს დაეწევა. რაც, როგორც ვთქვი, საქართველოს ეს თავისუფლად შეუძლია. თუ არსებობს ნება, მჯერა, რომ გამოსავალიც იქნება. ვიმედოვნებ, რომ მალევე, არჩევნების მერე, საქართველო დაუბრუნდება ევროპულ გზას. ჩვენი მხრიდან კი მინდა შეგახსენოთ, რომ არ ვნებდებით, იმედს არ ვკარგავთ – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.