ჰერჩინსკი: მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკსის განცხადებით, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა აღმაშფოთებელია.
„შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით. მე-17 დღეა, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული შუახნის ქალის წინასწარი პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით. როცა ყველა ჩვენგანმა ტელევიზორში ვნახეთ სასტიკი ანგარიშსწორებები. ვგულისხმობ, რომ ნიღბიანი მამაკაცები ქალებს სცემდნენ და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. ეს უპრეცედენტოა. ამიტომაც გაგრძელდება წევრ ქვეყნებთან სანქციებზე მსჯელობა“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჯერ არ არის ერთსულოვნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირებაზე, თუმცა ამის მისაღწევად მუშაობა გაგრძელდება.
„მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუახნის ქალისთვის, რომელმაც თურმე პოლიციელს სცემა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება. და ადამიანები, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებელნი ძალადობაზე, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებელი ადამიანების, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების დევნაზე, პასუხისგებაში მიეცემიან“, — დასძინა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…