ახალი კვლევის თანახმად, ჰერპესის ვაქცინა შეიძლება დემენციისგან გვიცავდეს.
ჰერპესი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ადგილობრივი მუწუკებით, რაც ძირითადად აწუხებთ ადამიანებს, რომლებსაც წარსულში ჩუტყვავილა ჰქონდათ. ორივე ამ დაავადებას ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი იწვევს, რომელიც ნერვულ სისტემაში იჭრება, შემდეგ მიიძინებს და კვლავ ჩნდება ჩუტყვავილას სიმპტომების გაქრობიდან დიდი ხნის შემდეგ.
მრავალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ჰერპესის მსგავს ვირუსულ ინფექციებს შეიძლება წვლილი შეჰქონდეს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში, რადგან მიჩნეულია, რომ მათ მიერ დაგროვებული ამილოიდური ნალექები ნეიროდეგენერაციას იწვევს. თუ ასეა, ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დამატებითი სარგებელი უნდა ჰქონდეს — ამცირებდეს დემენციის რისკს, ანუ ებრძვის ერთის ფასად ორ დაავადებას.
ასეთი თეორიის დატესტვა რთულია, მაგრამ სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა წარმოადგინა მონაცემები, რომლებიც დაახლოებით ისეთივე სოლიდურია, როგორც რანდომიზებული ბრმა კვლევები.
„კორელაციური მტკიცებულებების საპირისპიროდ მიზეზობრივი კავშირის დასადგენად, უპირატესობა მოვიპოვეთ იმ ფაქტისგან, რომ უელსში, ზოსტერის ვირუსის ვაქცინის დასაშვებობა განისაზღვრება ინდივიდის დაბადების თარიღზე დაყრდნობით“, — წერენ მკვლევრები.
2013 წლის 1 სექტემბრისთვის, 79 წელს ქვემოთ ასაკის უელსის ყველა მოქალაქისთვის დასაშვები იყო ჰერპესის ვაქცინის წელიწადში ერთი დოზა, მაგრამ ვაქცინის შეზღუდული რაოდენობის გამო, ის განკუთვნილი არ იყო 80 წელს ზემოთ ადამიანებისთვის.
ვრცლად პირველ არხზე
