პრემიერმა ძალიან მოკლეფეხება ტყუილი თქვა კახა ბენდუქიძეზე – ის, რომ ვითომ 1 ლარად რაღაც ქონება ჰქონდა ნაყიდი.
ის შენობა და ის მიწა, რომელიც ახლა არის თავისუფალი უნივერსიტეტი და აგრარული უნივერსიტეტი, კახა ბენდუქიძემ იყიდა 2012 წელს, მაშინ, როდესაც ის არ იყო სახელმწიფო მოხელე, $5 150 000-ად იმ პირობით, რომ 8 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო.
ასე რომ, ეს ამბავი და ეს ტყუილი გარდაცვლილი ადამიანის მიმართ მას არ ეკადრება. თუ მე ვცდები, ბოდიშს მოვიხდი, და თუ ბატონი პრემიერი ცდება – მან მოიხადოს ბოდიში!
ჰერმან საბო | რუსთავი 2




