ირაკლი კობახიძე, ჯო ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე, არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი მოსაწვევი გააუქმა. “იმისთვის, რომ დავინახოთ, რატომ მიიღო ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება, აშშ-თან დაკავშირებით, ქართველი ლიდერების განცხადებებს უნდა შევხედოთ”, – ამბობს უილიამ კორტნი.
