ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, წლევანდელი თარიღი ღირსშესანიშნავი ასევე იმიტომ არის, რომ ისტორიული დროშის აღდგენიდან 20 წელი შესრულდა.
„საქართველოს სახელმწიფო დროშა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლოა. თეთრ ველზე გამოსახული ხუთი მეწამული ჯვარი საუკუნეების განმავლობაში იყო აღმართული თბილისის და ცხუმის (სებასტოპოლისის) თავზე და აღნიშნავდა ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაციის უკიდურეს აღმოსავლეთს. ნიშანდობლივია, რომ საქართველო დღესაც ამ დროშით იბრუნებს ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში.
წლევანდელი თარიღი ღირსშესანიშნავია ასევე, რადგან შესრულდა 20 წელი ისტორიული დროშის აღდგენიდან. საბჭო ულოცავს საზოგადოებას დროშის დღეს და მოქალაქეებს მოუწოდებს აღმართვისა და გამოფენის შემთხვევაში დროშისადმი გამოიჩინონ ღირსი პატივისცემა, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებებისთვის სავალდებულოა დროშა აღიმართოს და გამოიფინოს, კანონის და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის # 282-ე დადგენილების შესაბამისად: https://heraldika.ge/uploads/dadgenileba.pdf,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ