ჰერალდიკის საბჭო საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჰერალდიკის საბჭო საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„26 მაისი ეროვნული ერთიანობის დღეა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ამ დღეს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები – სახელმწიფო დროშა და სახელმწიფო გერბი. ისინი გამოხატავენ საქართველოს ისტორიულ გზას, არჩევანს.
საქართველოს დროშა, ქვეყნის ცივილიზაციური კუთვნილების სიმბოლოა, განმტკიცებული კონსტიტუციით და თითოეული მოქალაქის სულისკვეთებით.
დროშა ჩვეულებისამებრ გადმოვფინოთ სახლიდან, აღვმართოთ თვალსაჩინო ადგილას. ტრადიცია უკვე დამკვიდრებულია და ყოველ ჯერზე გვახსენებს გამაერთიანებელი ღირებულებების, სახელმწიფოებრივი მიზნების ურყეობას.
გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!“, – წერია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ