ჰენდერსონს საუდის არაბეთში ცხოვრება და თამაში არ მოეწონა

“დეილი მეილის” ცნობით, “ლივერპულის” ყოფილ ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონს “ალ იტიფაკის” დატოვება და ინგლისში დაბრუნება სურს.
გამოცემის მტკიცებით, 33 წლის ჰენდერსონი ვერ შეეგუა საუდის არაბეთის ცხოვრების წესს, სიცხეს, მაღალ ტენიანობას და არ მოსწონს, რომ სტადიონებზე მატჩებისას ცოტა მაყურებელია. ის მზადაა ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე დათანხმდეს და სატრანსფერო ფანჯრისას ნებისმიერი კლუბის წინადადება განიხილოს.
ჰენდერსონი “ალ იტიფაკში”, რომელსაც სტივენ ჯერარდი უდგას სათავეში, 2023 წლის 27 ივლისს გადავიდა. ჯორდანი “ლივერპულის” ღირსებას 2011-2023 წლებში იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში