ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ჯო უისლონი როჯერ უიკერმა შეცვალა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი დაინიშნა.
მან ამ პოსტზე შეცვალა ჯო უილსონი, რომელიც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარედ დარჩა.
„ჩემთვის პატივია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ დასახელება. ევროპული უსაფრთხოება ყოველთვის კარგია შეერთებული შტატებისთვის. თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში ჰელსინკის კომისია იცავდა ადამიანის უფლებებს, აუმჯობესებდა დემოკრატიას და ზრდიდა ეკონომიკურ თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში. დღევანდელი გამოწვევები არანაკლებ აქტუალურია. მოუთმენლად ველი მუშაობას ორპარტიულ საფუძველზე, რათა ვეძიოთ ში ს ომის სამართლიანი დასრულება, უფრო ძლიერი ნატოს ალიანსი და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, — განაცხადა უიკერმა.
ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სენატორი უიკერი იკავებს თავმჯდომარეობას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში — როდესაც რუსეთი აწარმოებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ სახმელეთო ომს ევროპაში, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის მომავალს და დამოუკიდებლობას, არამედ ევროპაში -ის მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.
„სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ ისტორიული შესაძლებლობა მიაღწიონ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას. იმავდროულად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გზაჯვარედინზე დგას, პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ წაათრიოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეული გზას დააშოროს“, — ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.