ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე – კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ვეთანხმები მას – საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი

ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც უილსონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება იმაში, რომ „საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი ა“.
„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. პოლიტიკური კრიზისის ამ მომენტში ის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. ვეთანხმები მას – საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს“, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ