ჰელსინკის კომისია 20 ივნისს ბრიფინგს, სახელწოდებით – „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება“, გამართავს

20 ივნისს ჰელსინკის კომისია ბრიფინგს, სახელწოდებით „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება“, გამართავს.
„ბრიფინგზე განხილული იქნება, თუ როგორ და რატომ იღებს მრავალი ქვეყანა ამ ავტორიტარულ ინსტრუმენტს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე გაკეთდება“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
ბრიფინგზე სპიკერები იქნებიან: ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსი იურიდიული მრჩეველი, ჟასმინ დ. კამერონი; კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის ასოცირებული პროფესორი, ლინკოლნ მიტჩელი და ორგანიზაცია „ს მეგობრების“ თავმჯდომარე მარტინა ჰრვოლოვა.
ბრიფინგი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – სუს-ი აძლიერებს „ოცნების“ პროპაგანდას, ამიტომ ვერ გამოიძიებს დანაშაულს, რომელიც, შესაძლოა, მაღალი თანამდებობის პირებთან მიდიოდეს, რაც შეეხება გიორგი გახარიას, მისი პოლიტიკიდან წასვლით ოპონენტებს ვერ გავახარებთ