ჰელსინკის კომისია: “შეწუხებული ვართ “ოცნების” გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის კონტროლი გადასცეს CCP-ის მხარდაჭერილ, -ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს”

ჰელსინკის კომისია: “შეწუხებული ვართ “ოცნების” გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის კონტროლი გადასცეს CCP-ის მხარდაჭერილ, -ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს”
“შეწუხებული ვართ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონტროლი გადასცეს CCP-ის მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს” – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო საფრთხეს უქმნის თავისი ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და უნარს, განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი”
“ჩვენ შეწუხებული ვართ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონტროლი გადასცეს CCP-ის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ს სანქცირებულ კონგლომერატს. ამ გარიგებაში ჩართულ დეველოპერებს, მათ შორის China Communications Construction Company, აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების გამოყენების ისტორია. რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას ამ შეთანხმებით, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო საფრთხეს უქმნის თავისი ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და უნარს, განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს