ჰელსინკის კომისია საქართველოში „კამიტის“ გამოყენებაზე ინფორმაციის გადამოწმებასა და პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

-ის კონგრესის წარმომადგენლები მოითხოვენ „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების შემოწმებას და პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას.
ამ შინაარსის განცხადება 3 დეკემბერს გამოქვეყნდა „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარის, რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ უიკერის, თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯონ უილსონის, დემოკრატი სენატორის, შელდონ უაიტჰაუსისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის, სახელით.
განცხადების საფუძველია BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება.
„ჰელსინკის კომისიის“ წარმომადგენლები „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებენ მონაცემებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს „ქიმიური იარაღი გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“. ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების განცხადებით, „ამ ქიმიურმა თავდასხმებმა“ მსხვერპლთა შორის გამოიწვია დამწვრობები და ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი გართულებები, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების დარღვევაა.
„ჰელსინკის კომისია“ მიიჩნევს, რომ მსგავსი საქციელით „ქართული ოცნების“ ადგილია „ს და ჩინეთის კორუმპირებული მმართველების ლიგაში“, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ხელისუფლების შესანარჩუნებლად უკან არაფერზე დაიხევენ.
ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები მოუწოდებენ -ის მთავრობას და დემოკრატიულ მოკავშირეებს, გავრცელებული ცნობები გადაამოწმონ და დამნაშავეებს შესაბამისი სანქციები დაუწესონ.
„მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობასა და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI აქტი, ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად“, – წერია განცხადებაში.