ჰელსინკის კომისია – საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა

საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და მმართველი „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება ს გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი.
„სამივე ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უნიკალური შესაძლებლობებისა და გამოწვევების აღიარებით, -ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მომავლის ფორმირებაში, რომელიც შეესაბამება როგორც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს, ასევე სამხრეთ კავკასიის ხალხების მისწრაფებებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ჰელსინკის კომისია წერს, რომ „უკრაინის გადამწყვეტი გამარჯვება კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის უნარს, რეგიონში ძალების გადანაწილება შეძლოს, შეამცირებს მის უნარს რეგიონული პოლიტიკის მანიპულირება მოახდინოს და სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში თავისი პოზიციები შეინარჩუნოს“.
„საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და მმართველი „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა. ეს მრავალმხრივი სტრატეგია რუსეთის უფრო ფართო მიზანს ასახავს, სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენა შეინარჩუნოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე – ყველა ასეთი განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, გამოაბუნძულეს, მასთან ურთიერთობა დაასრულეს