ჰელსინკის კომისია საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ ტრაექტორიაზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელით არის ცნობილი, საქართველოზე მორიგ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებაში ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ მთავრობის ავტორიტარულ ტრაექტორიაზე და თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარების აუცილებლობაზე.
„ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა აჩვენა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მის უფლებას, თავად აირჩიოს ხელისუფალი. მთავრობამ პატივი უნდა სცეს ვალდებულებებს ხალხისა და ქვეყნისადმი და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლებსაც დამოუკიდებელი დამკვირვებლები დააკვირდებიან.
მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალსა და მისი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს

“დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადმოცემული მამის არქივის დამუშავებისას ვნახეთ ცნობილი მეცნიერისა და გაერთიანებული ევროპის კავშირის იდეის ერთერთი პირველი მესაძირკვლის – მიხეილ მუსხელის ავტოგრაფი…”