ჰელსინკის კომისია საქართველოზე მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმაურება და სანქციების გამოყენებაზე საუბრობს

ჰელსინკის კომისიის ორპარტიული ხელმძღვანელობა განცხადებით ეხმაურება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის მიერ საქართველოზე მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშს.

„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათელია: „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს რთულად მოპოვებულ თავისუფლებას ართმევს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს. მოვუწოდებთ -ის ოფიციალურ პირებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამოიყენონ სანქციები და სხვა არსებული ინსტრუმენტები, რათა მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების მოხსნა და ანტიდემოკრატიული და უსამართლო კანონების გაუქმება“, – წერია განცხადებაში,

განცხადებას ხელს აწერენ -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ ვიკერი (რესპუბლიკელი, მისისიპი), თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა), წამყვანი წევრი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატი, როდ-აილენდი), წამყვანი წევრი, კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატი, ტენესი) და კომისარი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი).


ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიშში, რომელიც თითქმის 200-გვერდიანია, დეტალურადაა აღწერილი 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა, და გაცემულია სათანადო რეკომენდაციები.

ამავე ანგარიშში მოცემულია „ქართული ოცნების“ მთავრობის პასუხი – მეთოდოლოგიის შესაბამისად, ხელისუფლებას ანგარიში გამოქვეყნებამდე ეგზავნება.

ეუთო მიუთითებს, რომ ანგარიში მექანიზმი ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად 29 იანვარს აამოქმედა – შეიქმნა ექსპერტებით დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისია, რომელმაც ვითარება შეისწავლა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები ძალიან შეზღუდულ დროში – 14 დღეში მომზადდა.