ჰელსინკის კომისია – პუტინის ამბიციები უკრაინის საზღვრებთან არ მთავრდება – თუ თავისუფალი ქვეყნები არ შეაჩერებენ პუტინს უკრაინაში, მისი აგრესია მალე საფრთხეს შეუქმნის ევროპულ სახელმწიფოებს

პუტინმა და მისმა ჯარებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები ისეთი მასშტაბით, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.
კომისია აცხადებს, რომ სამი წლის წინ, როდესაც ში შეიჭრა, ვლადიმერ პუტინს ჰქონდა მკაფიო და შემზარავი მისია: გაენადგურებინა უკრაინის სახელმწიფო და ჩამოერთვა უკრაინელი ხალხისთვის განსხვავებული ეროვნული იდენტობა.
განცხადებაში საუბარია იმ ქმედებებზე, რასაც, კომისიის მტკიცებით, რუსები უკრაინაში სჩადიან.
„ისინი იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს, ნადირობენ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ძალადობენ სამხედრო ტყვეებზე და ანადგურებენ ენერგეტიკულ ქსელს, მილიონობით ოჯახს ზამთრის სიცივესა და სიბნელეში ძირავენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომისია აცხადებს, რომ პუტინის ამბიციები უკრაინით არ მთავრდება და ის აპირებს, რუსეთის იმპერია აღადგინოს.
„პუტინის ამბიციები უკრაინის საზღვრებთან არ მთავრდება. ის აპირებს ძალის საშუალებით აღადგინოს რუსეთის იმპერია. თუ თავისუფალი ქვეყნები არ შეაჩერებენ პუტინს უკრაინაში, მისი აგრესია მალე საფრთხეს შეუქმნის ევროპულ სახელმწიფოებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც ხელშეკრულებით გვაკისრია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომისია აცხადებს, რომ ომის სამართლიანი დასრულება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს უკრაინის ტერიტორიისა და სუვერენიტეტისთვის.
„ამ ომის სამართლიანი დასრულება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს უკრაინის ტერიტორიისა და სუვერენიტეტისთვის. შეერთებულ შტატებს ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ჩვენს უახლოეს მოკავშირეებს ევროპული მშვიდობისა და ტრანსატლანტიკური კეთილდღეობის ახალი ეპოქის დაწყებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს