აშშ-ის ჰელსინკის კომისია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობას X-ზე პოსტით ეხმაურება.
“ქართული ოცნება ცდილობს დამალოს კორუფცია და დანაშაულები ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისუფალი პრესის ჩახშობით. ისინი ცდილობენ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გაჩუმებას, რომელიც იანვრიდან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება”, – წერს ჰელსინკის კომისია.
Georgian Dream is attempting to hide their corruption and crimes against the Georgian people by cracking down on free press. They have tried to silence journalist Mzia Amaglobeli who has been in pre-trial detention since January on politically motivated charges. (1/2) pic.twitter.com/y7XoqQDsdN— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) July 21, 2025
