ჰელსინკის კომისიის 26 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, ენტონი ბლინკენია, “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი.
წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები – ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი, ორპარტიული ლიდერები.
“მიგვაჩნია, რომ შესაფერისი დროა, დაიწყოს საქართველოში არსებული კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების მიმართ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების ნიველირების პროცესი, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ახლო წრე”, – აღნიშნულია წერილში.
ორპარტიული წერილი გავრცელდა მას შემდეგ, რაც კონგრესში შეჩერდა კანონმდებლობა – MEGOBARI Act, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსურის სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, უსაფრთხოებას, არღვევენ ადამიანის უფლებებს. ამ თვის დასაწყისში კანონპროექტი კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ორპარტიული აბსოლუტური მხარდაჭერით მიიღო, მაგრამ პალატა გასულ კვირას შესვენებაში გავიდა და განხილვა სავარაუდოა, რომ სექტემბერში გაგრძელდება.
“ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქმედებები, მტკიცე შემავსებელი იქნება ჩვენი კანონპროექტის “მეგობარი” აქტს”, – აღნიშნულია წერილში.