ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 11 თებერვალს გაიმართება

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 11 თებერვალს გაიმართება
-ის ჰელსინკის კომისია 11 თებერვალს ბრიფინგს გამართავს, თემაზე: „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“. ინფორმაციას ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
„2024 წლის ოქტომბრიდან „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ ადამიანი უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში გადაუშვა. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებას აფართოებენ განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის წასართმევად.
რეპრესიებმა თანაბრად მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია. ხელისუფლებამ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები გაყინა, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ დემონსტრანტებს, დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, და ოპოზიციური ფიგურები დაიბარა ყალბ სასამართლო პროცესებზე და პატიმრობა მიუსაჯა მათი ძალაუფლების არაღიარებისთვის. მშვიდობიან პროტესტს ახლა შედეგად მოჰყვება დიდი ჯარიმები და ხანგრძლივი პატიმრობები.
ბრიფინგი შეისწავლის ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას, „ქართული ოცნების“ განსხვავებული აზრის დასასჯელად და დემორალიზებისთვის ტაქტიკებს, და წინ მიმავალ გზას საქართველოსთვის“, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ საქართველოზე 28 იანვარს ჩანიშნული ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადადო.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას