ჰეიდარ ალიევის ძეგლზე წარწერის შემდეგ დაპატიმრებული აქტივისტი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია პარტიის მსჯავრდებული აქტივისტის, ელბაი ქერიმლის თვითმკვლელობის შესახებ. ინფორმაციას გამოცემა “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს პარტიაზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობითვე, აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქერიმლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
“2024 წლის ივნისში ბაქოს სააპელაციო ინსტანციამ აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის წევრ ელბაი ქერიმლის, რომელიც ნარკოტიკების შენახვის საქმეზე იყო გასამართლებული, თავისუფლების აღკვეთის ვადა ექვსიდან ხუთ წლამდე შეუმცირა. 2025 წლის ივლისში ელბაი ქერიმლი სცემეს და კარცერში მოათავსეს მას შემდეგ, რაც კოლონიაში ჩასულ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების წინაშე პროტესტით გამოვიდა”, – განაცხადეს პარტიაში.
ელბაი ქერიმლი 2023 წლის აგვისტოში დააკავეს და უკანონო ნარკობრუნვის ბრალდებით დააპატიმრეს. ქერიმლიმ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მას დევნიდნენ იმის გამო, რომ ჰეიდარ ალიევის [აზერბაიჯანის პრეზიდენტ ს მამის] ძეგლის პოსტამენტზე გააკეთა წარწერა: „სტალინი“.
ელბაი ქერიმლი უფლებადამცველების მიერ პოლიტპატიმრად იყო აღიარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ – ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

ირაკლი კობახიძე – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას