„ჰეზბოლა“ – ისრაელის წინააღმდეგ ომში ახალ და ესკალაციურ ფაზაზე გადავდივართ

ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ს წინააღმდეგ ომში ახალ ფაზას იწყებს.
„გადავდივართ ისრაელელ მტერთან დაპირისპირების ახალ და ესკალაციურ ფაზაზე“, – აღნიშნულია დაჯგუფების განცხადებაში, რომელიც „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოქვეყნდა.
„ჰეზბოლას“ მტკიცებით, პირველად, ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის ჯარების წინააღმდეგ ზუსტ მართვად რაკეტებს იყენებს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის ლიკვიდაცია განახორციელა. გაერო-ში ირანის მისიამ განაცხადა, რომ იაჰია სინვარის დაღუპვა წინააღმდეგობის სულისკვეთებას გააძლიერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი – ასი კაცი წავიდეს პარიზში, ბერლინში, გადაკეტონ ცენტრალური „პროსპექტი“ და რით დამთავრდება, ვიხილავთ – ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი“ აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო