ჰეზბოლა – ისრაელის არმიის 12 პოზიციას დავარტყით

ლიბანში მოქმედმა შიიტურმა მოძრაობა „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ს არმიის 12 პოზიციას დაარტყა.
მედიის ინფორმაციით, მოძრაობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ცხრა პოზიციას აღმოსავლეთის მიმართულებით და სამს – დასავლეთის მიმართულებით.
მოძრაობაში განმარტავენ, რომ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმების დროს რაკეტები გამოიყენეს.
ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ვითარება 2023 წლის ოქტომბრიდან, ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ გაუარესდა. ისრაელი და „ჰეზბოლა“ საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე ერთმანეთის პოზიციებს თითქმის ყოველდღე ბომბავენ. ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის დაბომბვის გამო სამხრეთ ლიბანში 100 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ლიბანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების გამო, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში იძულებით გადაადგილებული, დაახლოებით, 80 000 ადამიანი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ