ჰეზბოლა ადასტურებს ნასრალას სიკვდილს ისრაელის თავდასხმის შედეგად

ლიბანური ჯგუფი ჰეზბოლა – რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს – აცხადებს, რომ მისი ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულია, რითიც ადასტურებს მანამდე ს მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ნასრალა ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
“საედ ჰასან ნასრალა, ჰეზბოლას გენერალური მდივანი შეუერთდა მის დიად, წამებულ თანამებრძოლებს, რომლებსაც ის დაახლოებით 30 წელი ხელმძღვანელობდა”, – აცხადებს ჰეზბოლა 28 სექტემბერს.
ჰეზბოლა პირობას დებს, რომ ლიდერის სიკვდილის მიუხედავად გააგრძელებს ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ.
მანამდე ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ მან ნასრალა მოკლა ბეირუთზე ერთი დღით ადრე მიტანილი შეტევისას.
ისრაელის არმიის არაბულენოვანმა პრესმდივანმა, ავიშაი ანრაემ პლატფორმაზე X დაწერა, რომ მოკლულია ნასრალა, ჰეზბოლას სამხრეთის დანაყოფის ლიდერი, ალი კარკი და ჯგუფის კიდევ რამდენიმე მეთაური.
“მესიჯი მკაფიოა: ჩვენ მივწვდებით ყველას, ვინც საფრთხეს უქმნის ისრაელის მოქალაქეებს ჩრდილოეთში, სამხრეთში და უფრო შორეულ ფრონტებზე”, – წერს ანრაე.
პლატფორმაზე X მესიჯს ავრცელებს ისრაელის თადაცვაც – აცხადებს, რომ “ჰასან ნასრალა ვეღარ შეძლებს მსოფლიო ტერორში ამყოფოს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს