„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.
ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, „ჰეზბოლას“ სარაკეტო დარტყმების შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონაში 25 წლის მამაკაცი დაიღუპა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმები ღამით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებზე პასუხს წარმოადგენდა, რომლის შედეგადაც, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 30 რაკეტა გაუშვა.