„ჰეზბოლას“ პრესსპიკერი – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, – ამის შესახებ „ჰეზბოლას“ პრესსპიკერმა, მუჰამედ აფიფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ლიბანში ოფიციალური არაფერი მიგვიღია. მჯერა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დაკვირვების, საწყისი იდეების წარდგენისა და წინმსწრები დისკუსიების ეტაპზე ვართ, მაგრამ ფაქტობრივი ჯერ არაფერია“, – განაცხადა „ჰეზბოლას“ პრესსპიკერმა.
მანამდე, ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია.
„პროგრესი მიღწეულია. მთავარი გამოწვევა მიღწეული შეთანხმებების შესრულება იქნება“, – აღნიშნა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ვარდანაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება CS-ის პროპილენ გლიკოლში გახსნა არ არის სტანდარტული, დაშვებული ან უსაფრთხო მეთოდი ნებისმიერი სახის ძალოვანი სტრუქტურისთვის ან სამოქალაქო გამოყენებისთვის

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძიებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული