„ჰეზბოლას“ ლიდერი – ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ომი წააგო და რაფაჰში შეჭრა ამას ვერ შეცვლის

„ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ს წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ ისრაელის სამხედროები საიდუმლოდ ინახავენ ჩრდილოეთში მის დანაკარგებს.
”ჩვენი სამხრეთი ფრონტი აგრძელებს მტერზე ზეწოლას ადამიანურ, მატერიალურ, სამხედრო და ეკონომიკურ დონეზე,” – აღნიშნა ნასრალამ.
მისი მტკიცებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში ომი წააგო და რაფაში ისრაელის შეჭრა ამას ვერ შეცვლის.
„ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ მ ვერ შეძლო რაიმე გამარჯვების სპექტაკლი წარმოედგინა“, – განაცხადა ჰასან ნასლამან და დასძინა, რომ „ჰამასი“ არ დამარცხებულა და ჯერ კიდევ შეუძლია დააწესოს თავისი პირობები მოლაპარაკებებზე.
„ჰეზბოლას“ ლიდერმა ასევე დაგმო -ის პოზიცია ისრაელი-ღაზას კონფლიქტის მიმართ და მას “თვალთმაქცური” უწოდა.
„არა მგონია, დედამიწაზე ვინმეს სჯეროდეს, რომ ბაიდენს არ შეუძლია შეაჩეროს ომი ღაზას წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰასან ნასრალამ და დასძინა, რომ ბაიდენს შეუძლია შეაჩეროს ბრძოლა ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტით და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისთვის დაბრკოლებების არ შექმნით.