„ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე – საკმარისად ძლიერები ვართ და ისრაელელებს გავაგიჟებთ, რადგან ისინი ვერასდროს შეძლებენ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს მიაღწიონ, დაარტყან და დააზარალონ

„ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილის, ნაიმ ქასემის განცხადებით, ლიბანში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას -ს სრული მხარდაჭერით ახორციელებს და „ჰეზბოლა“ გააგრძელებს ისრაელთან და გაიმარჯვებს.
სჩადის დანაშაულს და ახორციელებს ხოცვა-ჟლეტას ლიბანის ყველა კუთხეში. ისრაელმა აირჩია კონკრეტული სოფლები და ქალაქები და სახლები და ყველა სახლს ამჩნევია ისრაელის აგრესიის კვალი. ისრაელი უტევს მშვიდობიან მოსახლეობას, მედიკოსებს. ისრაელი უტევს ყველას, ვინც ქუჩაში დადის და ყველას, ვინც სახლებში რჩება. ისინი მებრძოლები არ არიან. ისრაელის ძალები კლავენ, სჩადიან ხოცვა-ჟლეტას და დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყველანაირად მხარს უჭერს ისრაელს და ამერიკა არის ისრაელის პარტნიორი ყველაფერში, შეუზღუდავი სამხედრო მხარდაჭერით“, – აღნიშნა “ჰეზბოლას” გენერალური მდივნის მოადგილემ.
მისი თქმით, მსხვერპლის მიუხედავად, „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
„ტკივილი არის, მსხვერპლი არის. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვიყვარს მოწამეობა. ჩვენ დიდი მსხვერპლი გვქონდა პეიჯერის ოპერაციების და ლიდერების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ. ეს რომ სხვაგან მომხდარიყო, ნებისმიერი ორგანიზაცია დაიშლებოდა, ჩვენ არ დავიშალეთ. ვაგრძელებთ ტანჯვისა და მსხვერპლის მიუხედავად. ჩვენ გავაგრძელებთ ისლამურ წინააღმდეგობას. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელთან დაპირისპირებას პალესტინისა და ღაზას მხარდასაჭერად და ჩვენი ლიბანელი ხალხის დასაცავად“, – აღნიშნა “ჰეზბოლას” გენერალური მდივნის მოადგილემ.
მისი მტკიცებით, „ჰეზბოლა“ ამჟამად მინიმალურ ძალისხმევას იყენებს.
„ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ და ისრაელელებს გავაგიჟებთ, რადგან ისინი ვერასდროს შეძლებენ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს მიაღწიონ, დაარტყან და დააზარალონ“, – აღნიშნა ნაიმ ქასემმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს