„ჰეზბოლამ“ ცენტრალური და ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ცენტრალური და ჩრდილოეთ ს მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივსა და ჰაიფაში მდებარე სადაზვერვო და სამხედრო-საზღვაო ბაზები იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა – გთხოვთ, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს!