“ჰეზბოლამ”, შურისძიების მიზნით, ისრაელის არმიის ბაზას შეუტია

“ჰეზბოლამ” ლიბანში განლაგებული თვითმფრინავებით ს არმიის ბაზას შეუტია. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ეს შეტევა ისრაელის ბოლოდროინდელი თავდასხმების პასუხი იყო.
“ჰეზბოლას” განცხადებით, მისმა დრონებმა ისრაელის არმიის შტაბ-ბინა საფედს დაარტყეს – მათი თქმით, ეს “ჰამასის” ლიდერის მოადგილისა და “ჰეზბოლას” მეთაურის მკვლელობების საპასუხო შურისძიება იყო.
ისრაელის არმიის სპიკერმა თავდასხმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
თავად “ჰეზბოლას” ლიდერის მოადგილემ, ნაიმ ქასემმა კი სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ მის დაჯგუფებას ლიბანში ომის გაფართოება არ სურდა, თუმცა, თუ ამას ისრაელი იზამდა, პასუხი გარდაუვალი იქნებოდა.
იხილეთ ასევე:
· ისრაელის იერიშის შედეგად, ლიბანში ლიკვიდირებულია “ჰეზბოლას” მეთაური