“ჰეზბოლამ” ისრაელს დრონებით შეუტია

6 აგვისტოს, ლიბანში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ” ჩრდილოეთ ისრაელზე დრონებით მიიტანა იერიში. თუმცა, ჯგუფმა იქვე განაცხადა, რომ ეს არ არის შურისძიება ისრაელის მიერ გასულ კვირას მათი უმაღლესი მეთაურის მოკვლის გამო, რაც სამომავლოდ იგეგმება.
უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე ისრაელის ორი სამხედრო ობიექტი იყო. ისრაელის თავდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ ლიბანის მხრიდან გადმოსული რამდენიმე მტრული დრონის იდენტიფიცირება მოხდა, რომელთაგანაც მათ ერთ-ერთი შეაჩერეს.
ისრაელის ცნობით, რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა სანაპირო ქალაქ ნაჰარიას სამხრეთით. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ერთ-ერთი შეჯახების ადგილი ქალაქგარეთ მიმავალ მთავარ გზაზე, ავტობუსის გაჩერებასთან.
რეგიონში ესკალაციის მზარდი რისკია. შურისძიებით იმუქრება არამარტო “ჰეზბოლა”, მათი მეთაურის მოკვლის გამო, რაშიც ლიბანში მოქმედი ჯგუფი ისრაელს ადანაშაულებს, არამედ ირანიც, გასულ კვირას თეირანში მოკლული პალესტინელთა დაჯგუფება “ჰამასის” მეთაურის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)