„ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 60-ზე მეტი ჯარისკაცი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.
ს არმიაში აცხადებენ, რომ შვიდი დაშავებული ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმებზე.
„ჰეზბოლას“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გოლანის ბრიგადის სასწავლო ბანაკზე იერიში „დრონების ნაკადის“ გამოყენებით მიიტანეს.