ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 65 რაკეტა გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 19 ივლისს ჰეზბოლამ ს მიმართულებით 65 რაკეტა ისროლა. როგორც ცნობილია, სარაკეტო თავდასხმების სამიზნე ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორია იყო.
ჰეზბოლამ საჰაერო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო და ეს იერიშები ღაზაში ისრაელის თავდასხმების საპასუხო ქმედებებად მოიხსენიეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰეზბოლას რამდენიმე რაკეტა ისრაელის რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა, ხოლო დანარჩენები ცარიელ, დაუსახლებელ ტერიტორიებზე ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამას გარდა, 19 ივლისს ისრაელის ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე ჰეზბოლას იარაღის საცავებზე ბლიდასა და ჰაულაში.