„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 25-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ს მიმართულებით 25-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 25-ზე მეტი რაკეტა და ერთი დრონი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დრონი გოლანის მაღლობებზე ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ