„ჰეზბოლამ“ ისრაელზე სარაკეტო იერიში განახორციელა, არიან დაშავებულები

დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 70 წლის ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.
ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლამ“ სარაკეტო იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ს ქალაქ ხაიფაში მდებარე საცხოვრებელ შენობაზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.