ჰეზბოლამ განაცხადა, რომ სამხედრო დრონით იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ისრაელის პოზიციებზე

ლიბანურმა გასამხედროებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ კვირას განაცხადა, რომ სამხედრო დრონით იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ს პოზიციებზე. იერიში განხორციელდა ისრაელის მიერ ისლამისტი მეთაურის მოკვლის საპასუხოდ.
შარშან ოქტომბერში ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ ისრაელსა და მძლავრ დაჯგუფება ჰეზბოლას შორის, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, თითქმის ყოველდღე არის ხოლმე სროლა საზღვრის გადაღმადა. ჰეზბოლა პალესტინური გასამხედროებული დაჯგუფება ჰამასის მოკავშირეა (ჰამასი -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება).
ჰეზბოლას მიერ 23 ივნისს გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე მან გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერები, როლმებშიც, მისი თქმით, ჩანს ადგილები ისრაელში, რომლებიც წარმოადგენდა სამიზნეებს.
შაბათს დაჯგუფება „ჯამაა ისლამიამ“ გამოაცხადა, რომ ლიბანის აღმოსავლეთში მდებარე ბექაას რეგიონში „სიონისტთა მოღალატეობრივი რეიდისას“ მოკლეს ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი აიმან ღოტმე.
მოგვიანებით ისრაელმა დაადასტურა, რომ განახორციელა იერიში და რომ ღოტმე იარაღით ამარაგებდა „ჯამაა ისლამიას“ გასამხედროებულ ფრთას და ჰამასს.
კვირას ჰეზბოლამ განაცხადა, რომ საბრძოლო დრონით იერიში განახორციელა ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის პოზიციებზე ბეით ჰილელში და რომ ეს გააკეთა მანამდე ბექააში ისრაელის იერიშისა და ისლამისტი მეთაურის მოკვლის საპასუხოდ.
თავის მხრივ, ისრაელის არმიის თქმით, ლიბანის მხრიდან ისრაელში შეფრინდა დრონი, რომელიც ბეით ჰილელის რეგიონში ჩამოვარდა. სამხედროთა თქმით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკანასკნელ ხანებში ძალზე გაიზარდა იმის საფრთხე, რომ ჰეზბოლასა და ისრაელს შორის სამხედრო კონფლიქტი ფართო მასშტაბის დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს.

ასევე დაგაინტერესებთ