ჰეზბოლამ განაცხადა, რომ ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს 62 რაკეტით შეუტია

Reuters-ის ცნობით, “ჰეზბოლამ” განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით, 62 სარაკეტო დარტყმა მიაყენა ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს, -ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასის ხელმძღვანელის მოადგილის მკვლელობაზე”წინასწარი პასუხის” სახით.
“ჰამასის” მაღალი თანამდებობის პირი, სალეჰ ალ-არური 2 იანვარს დაიღუპა, როგორც Reuters-ი იტყობინება, ისრაელის უპილოტო საფრენი მოწყობილობის თავდასხმის შედეგად დაჰიეში, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში.
ლიბანის ხელისუფლებამ პროტესტით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს.
ლიბანის ცენტრალური ხელისუფლება სუსტია და შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელთაგან ყველაზე მძლავრია ჰეზბოლა, ქვეყნის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ავტონომიურად მოქმედებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას