„ჰეზბოლამ“ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლზე იერიში მიიტანა – პრემიერის ოფისი

ისრაელის ზღვისპირა ქალაქ კესარიაში მდებარე კერძო სახლს, რომელიც ს პრემიერმინისტრ ს ეკუთვნის, ლიბანიდან გაშვებული დრონი დაესხა თავს. დრონის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა – ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე რეზიდენციაში არ იმყოფებოდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების შემდეგ, ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა ნეთანიაჰუს ოფისმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ “შენობას დაარტყეს”,
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, დრონი, რომელიც ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან აფეთქდა, ლიბანიდან გაშვებული 3 უპილოტო საფრენი აპარატიდან ერთ-ერთი იყო. დანარჩენი 2 დრონი ისრაელის თავდაცვის ძალებმა უკვე ჩამოაგდეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. IDF-ის თქმით, იკვლევენ მიზეზებსაც, თუ რატომ არ ჩაირთო განგაშის სირენები ლიბანური დრონების მიერ ისრაელის საჰაერო სივრცის დარღვევის შედეგად.
წყარო: ტაბულა