მასუდ ფეზეშქიანიATTA KENARE/AFP via Getty Imagesირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის იერიშები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და დაამატა, რომ თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი დაეკარგება.
“ლიბანის წინააღმდეგ სიონისტური ერთეულის უწყვეტი აგრესია თავდაპირველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევაა და პოტენციური შეთანხმების მიმართ ტყუილისა და ერთგულების ნაკლებობის სახიფათო მიმანიშნებელია.” – დაწერა ფეზეშქიანმა X-ზე.
ისლამური რეჟიმის საგარეო მინისტრის თქმით, “აგრესიის გაგრძელება აზრს დაუკარგავს მოლაპარაკებებს.”
“ჩვენი ხელი სასხლეტზე იქნება და ირანი არასდროს მიატოვებს თავის ლიბანელ ძმებსა და დებს.” – განაცხადა მან.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ლიბანში მიტანილი იერიშის შედეგად ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაური და დაჯგუფების კიდევ რვა წევრი მოკლეს.
აშშ-ს მხრიდან ირანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ისრაელის არმიამ 8 აპრილს მასშტაბური იერიშები მიიტანა ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე, რის შემდეგაც თეირანმა ისრაელი და აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა, აშშ და ისრაელი აცხადებენ, რომ ლიბანი შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
ტრამპის თქმით, ლიბანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ მოიცავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს